პსჟ-მ სამხრეთ კორეელი ნახევარმცველი შეიძინა

0
54

პსჟ-მ ესპანეთის „მალიორკადან“ ნახევარმცველი ლი კან ინი შეიძინა. ფრანგული გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა  კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „მალიორკამ“ 22 მილიონი ევრო მიიღო. ლი კან ინი ახალ გუნდში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის შუახაზელი „მალიორკაში“ 2021 წელს „ვალენსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 73 მატჩში 7 გოლი გაიტანა.