საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გაწვთნილი 21-წლამდელთა ნაკრების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენი გუნდის მეორე მატჩი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე და საოცარი საფეხბურთო საღამო დინამო არენაზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს, თავდაუზოგავი ბრძოლისთვის!უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დასწრების რეკორდი საქართველოში მოვხსენით. საოცარი სანახავი იყო სავსე ტრიბუნები და ის მუხტი, რომელიც თქვენგან, ჩვენი გულშემატკივრებისგან მოდიოდა. ამისთვის, მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო!გელოდებით 27 ივნისს, ისევ დინამო არენაზე!” -დაწერა კობიაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე.





