გორის “დილას” ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ბელგიის 21 წლამდე ნაკრებების მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მძიმე ტრავმას გადაურჩა.
ამის შესახებ “დილას” პრესსამსახური იუწყება:
“გუშინ ბელგიასთან მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ ნიკა გაგნიძემ მოედანი ნაადრევად დატოვა. თავდაპირველად ეჭვი ჯვარედინი მყესის გაწყვეტაზე არსებობდა, რაც მძიმე ტრავმაა და შესაბამისად ხანგრძლივი პერიოდის გამოტოვებას ნიშნავდა.
თუმცა გამოკვლევებმა აღნიშნული საბედნიეროდ არ დაადასტურა. ნიკას მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ როდის დაუბრუნდება იგი სავარჯიშო პროცესს”.





