კონფერენს ლიგაში ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

0
90

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
შედეგად გაირკვა, რომ თუ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს, მაშინ მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტას „ჰამნუს სპარტანსისა“ და ისრაელის ჰაიფას „მაკაბის“ შორის დამარცხებულს შეხვდება.
ბათუმის „დინამო“ ალბანეთის „ტირანასთან“ გამარჯვების შემთხვევაში კონფერენს თურქეთის „ბეშიქთაშთან“ ითამაშებს.
გორის „დილა“ სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედას“ ბარიერს თუ დაძლევს, მაშინ მისი მეტოქე უკრააინის „ვორსკლა“ იქნება.
ქუთაისის „ტორპედო“ ბოსნიის „სარაევოსთან“ წარმატების შემთხვევაში ყაზახეთის „აქტობეს“ დაუპირისპირდება.
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 27 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 3 აგვისტოს.

ლაშა თაბაგარი