„დინამოს“ „ასტანასთან“ გამარჯვების შემთხვევაში ხორვატიის ჩემპიონს შეხვდება

0
51

თბილისის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიობში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ თუ გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „ასტანას“ დაამარცხებს, მაშინ ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება.
„დინამო“ ზაგრებელებს 2015-2016 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთამაშა და ორჯერვე დამარცხდა – შინ 0:1, ხოლო სტუმრად 0:2.
მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 25-26 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო 1-2 აგვისტოს.

ლაშა თაბაგარი