„ნაპოლის“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუდი გარსია გაწვრთნის. ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში გაცნობისა და ურთიერთობის შემდეგ, „ნაპოლის“ მწვრთნელი რუდი გარსია გახდება. მას წარმატებას ვუსურვებ“ – დაწერა ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტსმა.
59 წლის ფრანმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტი შეცვალა, რომელმაც 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
გარსია ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა, საიდანაც მიმდინარე წლის აპრილში დაითხოვეს. მანამდე, ის „სენტ-ეტიენს“, „დიჟონს“, „ლე მანს“, „ლილს“, „რომას“, „მარსელს“ და „ლიონს“ ავარჯიშებდა.
მან „ლილს“ საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა, ხოლო „მარსელი“ 2017-2018 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი




