ახალგაზრდულმა გენერალური რეპეტიცია წარმატებით გაიარა

0
70

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სტარტამდე გენერალური რეპეტიცია რეაბილიტირებულ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსთან გაიარა და წარმატებითაც.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილები უპირატესობას ორი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა. მატჩამდე საინტერესო შემთხვევაც მოხდა, როდესაც საქართველოს ჰიმნის ჩართვა დააგვიანეს და ფეხბურთელებმა ის ცოცხლად შეასრულეს.
მასპინძლებმა ანაგრიში მე-3 წუთზე გახსნეს, როდესაც გიორგი მოისწრაფიშვილმა კარგი პასით მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი გიორგი წიტაიშვილი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 1:0.
ანგარიშში დაწინაურებიდან ცოტა ხანში გიორგი გულიაშვილმა მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ძა;ლიან ეფექტურად ითამაშა, როდესაც ერთ მცველს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და მიწაზე დაუშვებლად ცოტა არაზუტად დაარტყა. ერთ წუთში მოისწრაფიშვილმა ისევ არ დაუგვიანა გადაცემა მარცხნიდან გახსნილ წიტაიშვილს, რომელიც საჯარიმოში ბურთიანად შევიდა და ამჯერად უზუსტოდ დაარტყა.
ტაიმის შუაწელში მეკარე ლუკა კუტალაძის მოგერიებულ ბურთს მოედნის ცენტრში მოისწრაფიშვილმა დაეუფლა და მარჯვნივ გახსნილ საბა ხვადაგიანი მოძებნა, რომლის ჩაწოდების შემდეგ გულიაშვილმა გადაცემა მოისწრაფიშვილს გაუკეთა, რომელმაც კარგი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა.
საქართველოს ნაჯრებს შეტევა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია და ჯერ გულიაშვილმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგ გიორგი გაგუას მეკრემ აუღო.
ტაიმის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ გულიაშვილმა კვიპროსელთა საჯარიმოში მეკარეს გაცდა, მაგრამ მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, წიტაიშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა და გაგუას თავური მეკარემ გაანეიტრალა.
51-ე წუთზე წიტაიშვილმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და კარის შორეულ ძელთან ბურთს ხვადაგიანმა მიასწრო, რომელემაც თავით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. ორ წუთში წიტაიშვილმა გადაცემა მოწინააღმდეგის ნახევარზე ჩაჭრა და საჯარიმოში შესულმა ცუდად დაარტყა, არადა, ხელსაყრელ პოზიციაზე მყიფ პარტნიორისთვის ბურთის გადაწოდება შეეძლო.
ამის შემდეგ, გულიაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთმა კარის გვერდით ძელთან ახლოს ჩაიარა, კვიპროსელებმა საქართველოს ნაკრების კარში პირველად 77-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც საჯარიმო შეასრულეს და კუტალაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ძირითადი დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, ოთარ მამაგეიშვილმა კვიპროსელთა კარს შორი მანძილიდან დაემუქრა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქირა> ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე გიორგი ჯინჯოლავას ჩაწოდებულ კუთხურს საბა საზონოვმა თავი შეაგება და ბურთი ზედა ძელს გადაცდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველა მატჩს A ჯგუფში პორტუგალიელ თანატოლებთან 21 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.
აქართველოკვიპროსი 2:0 (1:0)
15
მარტი, თბილისი. „მიხეილ მესხის სსახელობის სტადიონი.
საქართველო: კუტალაძე (ყალიჩავა 84), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, მოისწრაფიშილი (სიგუა 75), წიტაიშვილი (ჯინჯოლავა 84), ნ. გაგნიძე (ნონიკაშვილი 84), ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 62), გულიაშვილი, გაგუა (ხორხელი 75).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები1:0 წიტაიშვილი (3), 2:0 ხვადაგიანი (51)
მთავარი მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილია