ზლატკო დალიჩს მიაჩნია, რომ ხორვატიისს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მოსაგებად ყველა თვისება აქვს. ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ერთა ლიგის ნახევარფინალში როტერდამში ნიდერლანდებთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„ერთა ლიგის საწყის ორ გათამაშებაში პრობლემები გვქონდა. ახლა ტიტულის მოგების შანსი გვაქვს. ამისთვის ყველა თვისება გაგვაჩნია. ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრა დიდი შედეგია.
ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ხორვატიის ნაკრები ყოველთვის კარგად გამოიყურება და მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რასაც მივაღწიეთ უკვე დიდი წარმატებაა. თუმცა, აქ მედლების მოსაგებად ვართ ჩამოსული.
ჩვენი საუკეთესო მცველის გვარდიოლის გარეშე დავჩით, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე საუცხოოდ ითამაშა. თუმცა, გუნდის ძირითადი ნაწილი ადგილზეა.
მოდრიჩი მოედანზე გუნდისთვის ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს. ის ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ლუკა სხვებს ბევრ ასპექტში სჯობს. მის თამაშში ერთ ნაკლს ვერ ნახავთ. მოდრიჩი მხოლოდ ქებას იმსახურებს. ლუკას საფეხბურთო სრულყოფილებას დავარქმევდი“ – ციტირებს დალიჩს უეფას ვებგვერდი.
ნიდერლანდებისა და ხორვატიის დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





