რონალდ კუმანი: “ერთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

0
64

რონალდ კუმანს მიაჩნია, რომ ერთა ლიგა ის ტურნირია, რომლის მოგება ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს შეუძლია. ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს როტერდამში ერთა ლიგის ნახევარფინალში ხორვატიასთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.
“ეს ის ტიტულია, რომლის მოგება შეგვიძლია. ის უკვე ჩვენს ქცეყანაშია. თუმცა, როგორც გავიგე სტადიონზე ბევრი ხორვატი გულშემატკივარი იქნება. ასე რომ ვნახოთ, ჩვენი საშინაო უპირატესობა რამდენად თვალშისაცემი იქნება.
ამ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით, რადგან ნახევარფინალია და ნიდერლანდებში ვთამაშობთ. კარგი გუნდი გვყავს და ფინალში გასასვლელად ბევრი ენერგია გვაქვს. თუმცა, ხორვატია ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში დიდ წარმატებას მიაღწია და ამიტომ, რთული დაპირისპირება გველდოება” – იუწყება კუმანის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ნიდერლანდებსა და ხორვატიას შორის დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი