ამსტერდამის „აიაქსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნიდერლანდურ გრანს მორის სტეინი გაუძღვება, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
49 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „აიაქსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მან ამ თანამდებობაზე ჯონ ჰეიტინგა შეცვალა, რომელიც გუნდს 2023 წლის თებერვლიდან ავარჯიშებდა.
„აიაქსში“ დანიშვნამდე სტეინი 2022 წლის აპრილიდან როტერდამის „სპარტას“ ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით როტერდამელებმა ნიდერლანდების ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავეს და კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად გამართული პლეი-ოფის ფინალში „ტვენტესთან“ დამარცხდნენ.





