მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგუს ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 მარცხის მიუხედავად, მისმა გუნდმა საუცხოოდ ითამაშა და ფეხბურთელებით ამაყია.
„ჩვენ საუცხოოდ ვითამაშეთ და ამაყები უნდა ვიყოთ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ: „ასე რომ მომხდარიყო..“. დიახ, უფრო მეტს ვიმსახურებდით. სათითაოდ ჩემი გუნდის ყველა მოთამაშეს გადავეხვიე. ისინი ექსტრაორდინალურნი იყვნენ, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები და ყველამ ერთად სხვა შედეგი დავიმსახურეთ. თუმცა, იმედია, რომ გუნდის ფანები ჩვენმა თამაშმა გაახარა.
ყველამ დაინახა ბოლო 25 წუთის განმავლობაში მოედანზე რა ხდებოდა. ისე ჩანდა, რომ ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩემპიონთა ფინალში ხდება. ყველაფერი იყო – ხარიხა, ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა, თანაგუნდელისთვის ბურთის გარტყმა.
ჩვენ „მანჩესტერ სიტის“ საკუთარი ძალა ვაჩვენეთ, რაც ძალიან კარგად გავაკეთეთ. ვფიქრობ, ასეთი განწყობით, თამაშის ორგანიზაციით და გაბედულებით მომავალში აქ კიდევ დავბრუნდებით.
ზედიზედ 7 სათასო ფინალის მოგების შემდეგ, ახლა უცნაური განწყობა მაქვს. ამას უნდა მივეჩვიო. მატჩის დასრულებისთანავე იშვიათად ვსაუბრობ ხოლმე, რადგან ერთი-ორი დღე მოცდა მომწონს, მაგრამ დღეს ბიჭებს ვუთხარი, რომ მათ მიღწეულით უნდა იამაყონ. ბიჭებმა მთელ მსოფლიო აჩვენეს რამდენად კარგად დაუპირისპირდნენ „მანჩესტერ სიტის“, გუნდს, რომელსაც ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.
მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ქედს ვიხრით „მანჩესტერ სიტის“ წინაშე. კარგად ვიცით „სიტიმ“ რამდენი იმუშავა, რომ ამისთვის მიეღწიათ“ – იუწყება ინძაგის ნათქვამს იტალიური მედია.
ლაშა თაბაგარი




