ჰოლანდი: „პეპთან მუშაობა რაღაც განსაკუთრებულია“

0
16

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თქმით, ყოველ დღე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან ვარჯიში განსაკუთრებული რამაა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ამის დაჯერება რთულია. ყველაზე თამაშ ოცნებაშიც კი ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ეს ამტკიცებს, რომ ნორვეგიის პატარა ქალაქში დაბადებული ბიჭისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ეს იმედს აძლევს პატარა ბიჭებს, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქში დახურულ დარბაზში ვარჯიშობენ.
ჩემი ცხოვრების გზაზე ირგვლივ ყოველთვის კარგი ხალხი მყავს, ისინიც ვისაც ვენდობი, რაც მნიშვნელოვანია. ჩემს გვერდით რომ დედა და მამაა, ეს ფანტასტიკაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ.
ორი დღის შემდეგ, როდესაც ამ ჯილდოს მოგებით გამოწვეული ემოცია ჩაცხრება, ამის ისევ გაკეთება ნამდვილად მომინდება.
თამაში ბევრად უკეთესად შემიძლია და პირველ ტაიმში ორ ეპიზოდში გოლის გატანა შემეძლო. ჩემთვის კარგ დღეს ორ გოლს გავიტანდი, მაგრამ ახლა ეს არ მაღელვებს. ფინალებში მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა. მთავარი, როგორც გუნდმა ისე ვითამაშოთ და ჯილდო მოვიპოვოთ.
გვარდიოლა ძალიან ემოციური, ისევე როგორც მე. პეპთან მუშაობა რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და შემდეგ სეზონს მოუთმენლად ველოდი მათი კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ფეხბურთში კიდევ ბევრი წელიწადი უნდა გავატარო. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვარჯიში საუცხოო რამაა. ამ სეზონში მიღწეული უნდა დავიცვათ. ეს ასე ხდება – ერთი თვის შემდეგ ყველაფერი გავიწყდება და ახლიდან იწყებ“ – ციტირებს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრების ფორვარდს ინგლისური მედია.
ლაშა თაბაგარი