მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ ჯუდ ბელინგემი შეიძინა. გერმანულმა კლუბმა ახალგაზრდა ნახევარმცველის ესპანურ გრანდში გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
19 წლის ბელინგემის სანაცვლოდ „ბორუსია“ 103 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე გათვალისწინებულია ბონუსი, რომელის სატრანსფერო თანხის 30 პროცენტს შეადგენს ე.ი. მაქსიმუმ 30,9 მილიონ ევროს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების შუახაზელი „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ბორუსიამ“ 2020 წელს ბელინგემი „ბირმინგემიდან“ 25 მილიონ ევროდ იყიდა.
მან გერმანული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 132 მატჩში 24 გოლი გაიტანა, 25 საგოლე პასი გააკეთა, 32 ყვითელი ბარათი მიიღო და 1 წითელი.
ბელინგემი მეოთხე თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა, რომლის სანაცვლოდ 100 ან მეტი მილიონი ევრო გადაიხადეს.
2017 წელს „ბარსელონამ“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ 19 წლის უსმან დემბელე 140 მილიონ ევროდ იყიდა. 2018 წელს 19 წლის კილიან მბაპე „მონაკოდან“ პსჟ-ში 180 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
19 წლის ჟოაუ ფელიქსი მადრიდის „ატლეტიკომ“ ლისაბონის „ბენფიკადან“ 127 მილიონ ევროდ იყიდა.
ბილინმეგის ტრანსფერი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. მანამდე, ინგლისელი მოთამაშე, რომელშიც ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს ჯეკ გრილიში იყო, რომლის სანაცვლოდ “მანჩესტერ სიტიმ” “ასტონ ვილას” 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.
ლაშა თაბაგარი





