მესიმ „ინტერ მაიამი“ აირჩია

0
124

ლიონელ მესი კარიერას MLS ლიგის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, რომლის მფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი გილემ ბალაგე იუწყება.
მესიმ „ინტერ მაიამიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მას მერე, რაც 30 ივნისს პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის გადაბირება „ინტერ მაიამის“ გარდა, საუდის არაბეთის კლუბ „ალ ჰილალს“ და „ბარსელონას“ უნდოდათ. თუმცა, მესიმ კატალონიელები და არაბები უარით გაისტუმრა.
არგენტინელი ვარსკვლავი პსჟ-ში 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მან პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე პასი გააკეთა. ის 16 შედეგიანი გადაცემით ლიგა 1-ის გასული სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა.