ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა

0
68

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა. „მილანის“ 41 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში „ვერონასთან“ 3:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა,
„სუნთქვა მიჭირს, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია. რამდენი მოგონება მაკავშირებს „ან სიროსთან“. თავდაპირველად მან სიყვარული მაჩუქა, ხოლო შემდეგ ბედნიერება. მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ჩემს მეორე ოჯახს – მოთამაშეებს, მწვრთნელს, პერსონალს, მენეჯერებს. ბოლოს და ბოლოს, მთელი გულით მინდა მადლობა გითხრათ თქვენ გულშემატკივრებო. ფეხბურთთან განშორების დრო დადგა, მაგრამ არა თქვენთან“ – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატანმა პროფესიონალური კარიერა შვედეთის „მალმიოში“ დაიწყო, რომლის შემდეგ „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, პსჟ-ში, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მილანში“ და „ლოს ანჯელეს გელექსიში“ გამოდიოდა. მან საკლუბო დონეზე ჩატარებულ 866 შეხვედრაში 511 გოლი გაიტანა.
იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში 122-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 62-ჯერ აიღო, რაც ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში რეკორდია.
კარიერის განმავლობაში ზლატანმა 34 ტიტული მოიგო – „აიაქსში“ (4), „იუვენტუსში“ (5), „ინტერში“ (5), „მილანში“ (3), პსჟ-შ (12) და „მანჩესტერ იუნაიტედში“ (3).
ლაშა თაბაგარი