კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად გორის „დილას“ გარემარბი ტიერი გეილი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად იმავე გუნდის თავკაცი უკრაინელი ანდრეი დემჩენკო აღიარეს. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება.
ბარბადოსელმა გეილი მეორე წრეში ჩატარებულ 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა – „ტორპედოსთან“ და „შუქურასთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო „სამგურალთან“ და „თელავთან“ თითო გოლი გაიტანა.
დემჩენკოს ხელმძღვანელობით „დილას“ მეორე წრეში თამაში არ წაუგია – 7 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. „დილა“ 34 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი



