ხვიჩა კვარაცხელიას მამის ბადრი კვარაცხელიას თქმით, მისი შვილის ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებში თამაში, მადრიდის „რეალში“ გადასვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
მან ამის შესახებ ემანუელე ჯულიანელის მიერ კვაარცხელიაზე დაწერილი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის სახელწოდებაა: „კვარადონა, ქართული სასაწაული“.
„მისი პირველი მიზანი ჩემპიონატის მომდევნო მატჩში, ჩემპიონთა ლიგაში და ნაკრებში წარმატების მიღწევაა. თუმცა, მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება, მადრიდის „რეალში“ გადასვლა და საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებში თამაშია.
თუმცა, ის ახლა „რეალზე“ არ ფიქრობს და გონებში მხოლოდ „ნაპოლი“ უტრიალებს“ – იუწყება კვარაცხელიას ნათქვამს Corriere dello Sport.
ლაშა თაბაგარი



