მოურინიო: „მე და ჩემი მოთამაშეები მეტს ვიმსახურებთ“

0
22

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან“ პენალტების სერიაში მარცხის მერე განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა სურს თუ უფრო მაღალი შედეგის მისაღწევად პირობას შეუქმნიან.
„დარჩენა მინდა, მაგრამ ჩემი მოთამაშეები უფრო მეტს იმსახურებენ. მეც მეტს ვიმსახურებ. მსურს უფრო რაღაც მნიშვნელოვანისთვის ვიბრძოლო.
მწვრთნელად მუშაობით ცოტა დავიღალე, ისევე როგორც კომუნიკაციების შეფად და იმ პირად, რომელიც ამბობს, რომ გაგვძარცვეს. ცოტა დავიღალე იმისგან, რომ ამდენი რამ დამაწვა მხრებზე.
დარჩენა მინდა თუ პირობა იქნება იმისთვის, რომ უფრო მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ ვითამაშებთ და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს კარგია, რადგან ჯერ ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდი ვერ გავხდით.
კვირას „სპეცია“ უნდა დავამარცხოთ, რომ ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვოთ და ჩვენ ევროთასებზე დაბრუნება გვინდა. იმედია, ეს მსაჯი ჩემპიონთა ლიგაში დარჩება და იმავე სისულელით დაკავდება როგორც დღეს, ხოლო ჩვენ ევროპის ლიგაში თავს დაგვანებებს“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.

ლაშა თაბაგარი