მენდილიბარი: „ამ წარმატებამ შესაძლოა კლუბზე დადებითი გავლენა მოახდინოს“

0
34

„სევილიას“ მთავარ მწვრთნელ ხოსე ლუის მენდილიბარს მიაჩნია, რომ ევროპა ლიგის ფინალში გამარჯვება კლუბზე დადებითად აისახება. მან ამის შესახებ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ „რომასთან“ პენალტების სერიაში გამარჯვების მერე განაცხადა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა.
„მატჩი ცუდად დავიწყეთ, ხოლო მეტოქე მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობდა. თუმცა, მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ. დამატებით დროში მნიშვნელოვანი არავინ მომხდარა, ხოლო პენალტებში წარმატება ჩვენს მხარეს იყო.
მიხარია, რომ აქ ვარ. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ არცთუ იოლი პერიოდის შემდეგ, რომელიც ამ სეზონში გვქონდა. კარგი საქმე გავაკეთეთ, რომელმაც შესაძლოა კლუბზე დადებითი გავლენა მოახდინოს.
„რომამ“ გოლი როდესაც გაგვიტანა, ყველამ იფიქრა, რომ საპასუხო ბურთის შეგდება გაგვიჭირდებოდა. თუმცა, შესვენების მერე ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ – ამან კი ძალა შეგვმატა, რათა ფინალში გამარჯვებისთვის გვებრძოლა.
ვარჯიშზე შესრულებული პენალტები და 60000 გულშემატკივრის წინაშე თერთმეტმეტრიანების დარტყმა სხვადასხვაა. წინა რაუნდებაში თერთმეტმეტრიანებზე არ გვივარჯიშია. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით მოთამაშეებში, რომლებმაც თერთმეტმეტრიანები შეასრულეს“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი