სტივ კლარკმა საქართველოსთან მატჩისთვის ფეხბურთელები შეარჩია

0
61

შოტლანდიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში 17 ივნისს სტუმრად ნორვეგიასთან, ხოლო 20 ივნისს სახლში საქართველოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან 25 ფეხბურთელი შეარჩია:
მეკარეები: სანდერ კლარკი (ჰართსი), ანგუს განი (ნორვიჩი, ინგლისი), ლაიამ კელი (მოზერველი).
მცველები: ლაიამ კუპერი (ლიდსი, ინგლისი), ჯეკ ჰენდრი (ბრიუგე, ბელგია), აარონ ჰიკი (ბრენტფორდი, ინგლისი), დომინიკ ჰამი (ბლექბერნი, ინგლისი), ნათან პატერსონი (ევერტონი, ინგლისი), რაიან პოტიუსი (უოტფორდი, ინგლისი), ენტონი რალსტონი (სელტიკი), ენდი რობერტსონი (ლივერპული, ინგლისი), ჯონ სუტარი (რეინჯერსი), გრეგ ტეილორი (სელტიკი), კირან ტირნი (არსენალი, ინგლისი).
ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ლუის ფერგიუსონი (ბოლონია, იტალია), ბილი გილმორი (ბრაიტონი, ინგლისი), რაიან ჯეკი (რეინჯერსი), ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა, ინგლისი), კალუმ მაკგრეგორი (სელტიკი), კენი მაკლინი (ნორვიჩი, ინგლისი), სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი).
თავდამსხმელები: რაიან კრისტი (ბორნმუთი, ინგლისი), ლინდონ დიქსი (ქუინზ პარკი, ინგლისი), კევინ ნისბეტი (ჰიბერნიანი), ლოურენს შენკლენდი (ჰართსი).
შოტლანდია A ჯგუფში შინ ჯერ კვიპროსს 3:0 აჯობა, ხოლო შემდეგ ესპანეთს 2:0 და 6 ქულით ლიდერია. საქართველოს ნაკრები 1 ქულით ჯგუფში მესამეა.
ლაშა თაბაგარი