ნიდერლანდების 21-წლამდელთა შემადგენლობა ევროპირველობისთვის

0
76

ნიდერლანდების 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერვინ ვან დერ ლოიმ საქართველოსა და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ვან დერ ლოიმ ასეთი არჩევანი გააკეთა:
მეკარეები: იასპერ სხენდელაარი (ზვოლე), კიელ სხერპენი (ბრაიტონი), ბარტ ვერბრიუგენი (ანდერლეხტი).
მცველები: სეპ ვან დენ ბერგი (ლივერპული), მილან ვან ევეიკი (ჰერენვენი), კვილინდსი ჰარტმანი (ფეიენოორდი), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი), იან მატსენი (ჩელსი), მილიონი მანჰუფი (ვიტესი), დევაინ რენჩი (აიაქსი), მიკი ვან დე ვენი (ვოლფსბურგი).
ნახევარმცველები: ვაუტერ ბიურგერი (ბაზელი), იურგენ ეკელენკამპი (ანტვერპენი), რაიან გრავენბერხი (ბაიერნი), სვენ მეინანსი (ალკმაარი), ლიუდოვიტ რეისი (ჰამბურგი), კენეტ ტეილორი (აიაქსი), კვინტენ ტიმბერი (ფეიენოორდი).
თავდამსხმელები: ბრაიან ბრობი (აიაქსი), ტეის დალინგა (ტულუზი), კრისენსიო სამერვილი (ლიდსი), ელაის ტავშანი (ბრედა), ჯოშუა ზირკზე (ბოლონია).
ნიდერლანდები A ჯგუფში საქართველოს, პორტუგალიას და ბელგიას დაუპირისპირდებიან. მატჩები თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლაშა თაბაგარი