თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” მეორე მატჩშიც დაამარცხა “ბრინდიზი” 109:95.და იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ბოლონიელთა ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებასი სოლიდური წილი დაიდო – შენგელიამ 22 წუთში 16 ქულა 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 0-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. გუნდის სხვა ლიდერების შედეგი ასეთია: ბელინელი (18), მიკი (17) და ტეოდოსიჩი (17).
სერია სამ მოგებამდეა. აქედან გამომდინარე, “ვირტუმა” 19 მაისს სტუმრადაც რომ დაამარცხო “ბრინდიზი” ნახევარფინალში გავა. თავის მხრივ, რეგულარულის გამარჯვებული “ოლიმპია მილანოც” 2:0-ს იგებს სერიას “პესაროსთან”.




