ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს მარსელო ბიელსა გაწვრთნის. ეს ინფორმაცია ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ მანამდე ურუგვაული მედია იუყებოდა, რომ ბიელსა გუნდს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. თუ ურუგვაელები მუნდიალის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ, მაშინ არგენტინელ სპეციალისტთან ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება.
67 წლის ბიელსა ბოლოს „ლიდსში“ მუშაობდა, საიდანაც 2022 წლის თებერვალში დაითხოვეს.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ურუგვაი მესამე ნაკრებია, რომელსაც ის სამწვრთნელო კარიერაში უხელმძღვანელებს. მანამდე, ბიელსა არგენტინას (1998-2004) და ჩილეს (2007-2011) ავარჯიშებდა.




