მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია

0
7

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
J ჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინამ ავსტრიას 2:0 სძლია. მატჩის მე-9 წუთზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალების ისტორიაში 3 თერთმეტმეტრიანი „გააფუჭა“.
38-ე წუთზე არგენტინელთა კარგი კომბინაცია მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მესიმ ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ლეომ დუბლი შეასრულა. მესიმ თავის ანაგრიშზე 18 გოლი ჩაიწერა და გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16) რეკორდი მოხსნა.
მან კარიერაში სანაკრებო და საკლუბო დონეზე ჩატარებულ 1158 მატჩში 916 გოლი გაიტანა და 414 საგოლე პასი გააკეთა. 38 წლის მესიმ არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 201 შეხვედრაში 122 გოლი მიითვალა.
მესიმ ჯგუფის პირველ მატჩში ალჟირთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და 5 გოლით მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ 6 შეხვედრაში გამოიჩინა თავი, რაც მანამდე ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა და ბრაზილიელმა ჟაირზინიომ მოახერხეს. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 35 წლის ასაკს გადაცილებულმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, ის ერთადერთი, რომელიც მუნდიალების პლეი-ოფეში 6-ჯერ გავიდა. არგენტინას 6 ქულა აქვს და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი