საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში თავისი ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა. აპოელი, რომელშიც ასევე ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდიან, 34-ე ტურში შინ ლარნაკას აეკ-ს 2:1 სძლია.
სტუმრებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს, ხოლო მასპინძლების კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ 21-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
25-ე წუთზე მარკინიოსმა თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა. 54-ე წუთზე აპოელმა კუთხური ჩააწოდა და დვალმა თავით შეაგდო. მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, ის მატჩის დასრულებამდე არ შეუცვლიათ. ქვილითაიამ მოედანი 79-ე წუთზე დატოვა, დაუშვილს კი ისევ თადარიგში ჯდიმა აკმარეს.
ზედა ექვსეულში აპოელს 68 ქულა აქვს და ლიდერ ლიმასოლის „არისს“ 3 ქულით ჩამორჩება.

ლაშა თაბაგარი




