„ბარსელონა“ 27-ედ გაჩემპიონდა – ფანებმა კატალონიელებს ზეიმი არ აცალეს

0
71

„ბარსელონამ“ ესპანეთის ლა ლიგა სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მოიგო.
ხავის გაწვრთნილი გუნდი 34-ე ტურში სტუმრად თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე თანაქალაქელ „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე ბალდემ სტუმართა უპირტესობა კიდევ უფრო გაზარდა, მე-40 წუთზე ლევანდოსკიმ დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 8 წუთში თავი კუნდემ გამოიჩინა.
„ესპანიოლიდან“ 73-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ხავი პუადომ შეამცირა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე კი თავი ხოსელუმ გამოიჩინა.
ხავიმ მწვრთნელის რანგში „ბარელონას“ ჩემპიონობა პირველად მოაგებინა. მანამდე, მან კატალონიელებს ესპანეთის სუპერთასი ააღებინა.
ბუსკეტსმა „ბარსასთან“ ერთად 322-ე ტიტული მოიგო და ანდრეს ინიესტას გაუტოლდა. ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი ლიონელ მესია, რომლის ანგარიშზე 35 ტიტულია.
აღსანიშნავია, რომ 1998-1999 წლების სეზონის შემდეგ პირველად „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი მესის გარეშე გახდა.
ბოლო 4 წლის მანძილზე „ბარსელონამ“ ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. საერთო ჯამში, კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონის ოქროს მედლებს 27-ჯერ დაეუფლნენ, ხოლო „რეალს“ 35 ტიტული აქვს.
ბრაზილიელი რონალდოს (1996-1997 წლების სეზონი) შემდეგ, ლევანდოვსკი „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირშში 30 ან მეტი გოლი გაიტანა. 34 წლის პოლონელის ანგარიშზე 31 გოლია.
სხვათა შორის, „ეპანიოლის“ ფანებმა „ბარსელონას“ ჩემპიონობის აღნიშვნა არ აცალეს. ისინი მოედანზე მაშინ შეიჭრნენ, როდესაც კატალონიელები გამარჯვებას ზეიმობდნენ და მათ დანახვაზე ფეხბურთელები გასახდელში გაიქცნენ. პოლიცის და დაცვის კორდონმა ქომაგებს გასახდელში შეღწევის საშუალება არ მისცეს. სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა სკამებიც კი მოგლიჯეს და „ბარსას“ ფეხბურთელებს ესროლეს.


ლაშა თაბაგარი