ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა ტურნირი მარცხით დაასრულეს

0
85

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ერევნის ოთხთა ტურნირზე გამოსვლა მასპინძელ სომხეთთან 0:1 მარცხით დაასრულა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ჰაიკ სტეფანიანმა გაიტანა. გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი განვლილ ტურნირზე სომხეთთან წაგების გარდა, ლატვიასთან 0:2 დამარცხდა, ხოლო კვიპროსს 2:1 აჯობა.
მატჩის ოქმი – სომხეთი 1:0 საქართველო