„საბურთალომ“ „შუქურასთან“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

0
23

„საბურთალომ“ წარმატებული მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურმა სტარტი ბათუმში აიღო, სადაც ქობულეთის „შუქურამ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
„საბურთალოს“ ე.წ. ტექნიკური ზონიდან კვლავ ვერ უხელმძღვანელა მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ, რომელიც მსაჯის სიტყვიეი შეურეცხყოფისთვის მიმდინარე სეზონში მეორედაა დისკვალიფიცირებული. გუნდმა სათამაშოდ მისმა თანაშემწე გუგა ნერგაძემ გაიყვანა.
მატჩის დასაწყისში მალელი შეიკნე სილა ქობულეთელთა საჯარიმოში შეიჭრა, სადაც ალიკო ჩაკვეტაძესთან ორთაბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პენალტი არ დანიშნა. თუმცა, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ „შუქურას“ მცველი თბილისელთა თავდამსხმელს ეუხეშა.
ტაიმის შუაწელში გიზო მამაგეიშვილმა კუთხურის ჩაწოდების დროს პირდაპირ კარში „ჩაახვია“ ბურთი, რომელიც ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში გიორგი ჯუნჯოლავამ მაცხენა ფლანგიდან პასი მასპინძლების კარის წინ გახსნილ იური ტაბატაძეს გაუკეთა, რომელსა დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ „შუქურას“ მცველისგან ბურთი შეიკნე სილას მიუვიდა, რომელმაც ქუსლით ზუსტად დაარტყა – 0:1.
ანგარიშის გახსნიდან მალე თამაში ცოტა ხნით შეჩერდა, რადგან მოედანზე ძაღლი შევიდა, რომელიც „საბურთალოს“ ფეხბურთელმა ცოტნე კაპანაძემ ხელში აიყვანა და თამაშს გაარიდა.
32-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი „შუქურას“ კართან ჩაჰკიდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ტაბატაძემ თავით ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
ხუთ წუთში ოთარ მამაგეიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ქობულეთელთა კარის ზედა ძელს მოხვდა.
ტაიმის მიწურულს ვაჟა ფაცაციამ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი სტუმართა საჯარიმოში და ქობულეთელი ფეხბურთელის თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
56-ე წუთზე „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს ლევან ნონიკაშვილმა დროულად შეაყოლ ბურთი შეიკნე სილას, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და წინ გამოსულმა გოგი კულუამ თავის საჯარიმოში წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი იური ტაბატაძემ გაიტანა. თითქოს. ამ გოლის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყდა, მაგრამ ქობულეთელები სე არ ფიქრობდნენ.
69-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის პასის შემდეგ „საბურთალოს“ დაცვა „ჩავარდა“ და ლაზარე კუპატაძესთან მარტო დარჩენილმა დავით მუჯირმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
გოლის გაშვებიდან მცირე ხანში შეიკნე სილა და ოთარ მამაგეიშვილი „შუქურას“ მეკარესთან პირისპირ გავიდნენ და მალელის დარტყმა მიზანს აცდა, არადა, შეეძლო პასი თანაგუნდელისთვის მიეცა, რომელიც უკეთეს პოზიცააში იყო. ამის შემდეგ, დაუწერელი საფეხბურთო კანონი „ვერ გაიტან, გაგიტანენ“ ამოქედდა და სამხრეთ აფრიკელი ბანტუ მზაკვალის გადაცემის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მყოფ სარდალიშვილს ჯერ მცველმა დაუფარა, შემდეგ მეკარემ აუღო, მაგრამ ქობულეთელმა ანგარიში მაინც გაათანაბრა.
შეცვლაზე შესულმა ლუკა სილაგაძემ 85-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან თავისი საფირმო ჯარიმა შეასრულა და „საბურთალოს“ 3 ქულა მოუტანა. მან მიმდინარე სეზონში 11 თამაშში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
„საბურთალომ“ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა – 22 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა „შუქურამ“ ზედიზედ მე-5 თამაში წააგო და 6 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი