ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე მოთამაშეა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო. პირველი საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი კახა კალაძე იყო, რონელიც „მილანის“ შემადგენლობაში ოქროს მედლებს 2003-2004 წლების სეზონში დაეუფლა.
„ნაპოლიმ“ 33 წლის შემდეგ ჩემპიონობა 33-ე ტურში სტუმრად „უდინეზესთან“ შეხვდრაში გაიფორმა.
მატჩის მე-13 წუთზე უდოჯეს გადაცემის შემდეგ სლოვენიელმა ლოვრიჩმა ბურთი „ნაპოლის“ საჯარიმოში მიიღო და მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ აუღებლად დაარტუა – 1:0.
შესვენებამდე, სტუმრებმა მხოლოდ ერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან უდინელთა საჯარიმოში ჩააწოდეს და ოსი,ემის თავურის შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
52-ე წუთზე „ნაპოლიმ“ მარჯვენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და ბურთი საჯარიმოში ანგისას მიუვიდა, რომლის პასის შემდეგ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი „უდინეზეს“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ ოსიმენის დამატებულთან ვერაფერი გააწყო – 1:1.
დაღჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გამომდინარე იქიდან, რომ “ნაპოლის” ჩემპიონობისთვის ქულაც ჰყოფნიდა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ტიტული სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა, რადგან უახლოეს მდევარ რომის “ლაციოს” 16 ქულით ასწრებს. კვარაცხელიამ 85-ე წუთზე შეცვალეს. მან თამაშის შემდეგ ემოცია ვერ შეიკავა და “ნაპოლის” გასახდელში საქართველოს დროშა შემოხვეული ატირდა.
აღსანიშნავია, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტის „ნაპოლის“ უდინეში არ გაჰყვა და მატჩს თვალს ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე“ შეკრებილ 60000 მაყურებელთან ერთად დიდ ეკრანებზე ადევნდებდა.
“ნაპოლიმ” არსებონის ისტორიაში იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. მანამდე, ნეაპოლელებმა “სკუდეტო” 1986-1987 და 1989-1990 წლების სეზონში მოიგეს. სპალეტიმ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სერია A პირველად მოიგო. ის 64 წლის და 58 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის გარემარბმა ყველა ტურნირში 14 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერია A-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც სეზონის განმავლობაში თვის საუკეთესო მოთამაშე სამჯერ გახდა.
ლაშა თაბაგარი





