ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს „ნაპოლისს“ გაჩემპიონებაში ხვიჩა კვარაცხელაის წვლილი ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და მისი აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი მომავალ სეზონში უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს.
„ხვიჩამ „ნაპოლის“ გამარჯვებაში რა როლი ითამაშა? ძალიან მნიშვნელოვანი. მომავალ სეზონში ის კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს“ – განაცხადა კაპელომ sport-express.ru-სთან.
იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „უდინეზესთან“ 1:1 ითამაშა და ჩემპიონობა 5 ტურით ადრე გაინაღდა, ვინაიდან უახლოს მდევარ რომის „ლაციოს“ 16 ქულით ასწრებს.
კვარაცხელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A მოიგო. მან მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა,
ლაშა თაბაგარი




