აზაროვმა პენალტი გაიტანა და თასის 1/2-ფინალშია

0
47

„ცრვენა ზვეზდა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდს, სერბეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მიმდინარე სეზონში „ოქროს დუბლის“ შესრულებას გეგმავს.
სერბეთის თასსის 1/4-ფინალში ბელგრადელები სტუმრად „ნაპრედაკს“ დაუპირისპირდნენ და შემდეგ ეტაპზე პენალტების სერიის მოგების შემდეგ გავიდნენ.
შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დროს გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. თერთმეტმერიანები სერბეთის ჩემპიონებმა უკეთესად გამოიყენეს და 4:2 გაიმარჯვეს.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა ფლანგელმა აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა და პენალტიც გამოიყენა.
უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში დონეცკის “შახტარმა” “მინაის” უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი გოჩოლეიშვილმა მასპინზლების სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. დონეცკელებიდან ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე ლასინა ტრაორემ გაიტანა. “შახტარი” 59 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

ლაშა თაბაგარი