საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავისი გუნდის ტრიუმფს გამოეხმაურა.
„თუ ოცნებობ, მაშინ ამას გააკეთებ. ოცნებები ხდება. გაუმარჯოს „ნაპოლის“! იტალიის ჩემპიონები ვართ!“ – დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.
22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში გამართულ 38 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი გამოიმუშავა.
ლაშა თაბაგარი





