კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადია

0
78

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორსტმენია.
ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელმა 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (ხელფასი, საპრიზო თანხა, ბონუსები, სპონსორებისგან და კომერციული პროექტებისგან მიღებული თანხები).
ეს ფეხბურთელის მიერ წელიწადში გამომუშავებული სარეკორდო თანხა, ხოლო სპორტის ისტორიაში მეოთხე შედეგია – კონორ მაკგრეგორის, ტაიგერ ვუდსის და როჯერ ფედერერის შემდეგ.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტოპ-10 სპორტსმენის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, „მანჩესტერ იუნაიტედი“/“ალ-ნასრი“) – 136 მილიონი დოლარი (სპორტში 46 მილიონი, ხოლო სპორტს მიღმა 90 მილიონი).
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი, პსჟ) – 130 მილიონი დოლარი (65+65).
3. კილიან მბაპე (ფეხბურთი, პსჟ) – 120 მილიონი დოლარი (100+20).
4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, „ლეიკერსი“) – 119,5 მილიონი დოლარი (44,5+75).
5. საულ კანელო ალვარესი (კრივი) – 110 მილიონი დოლარი (100+10).
6. დასტინ ჯონსონი (გოლფი) – 107 მილიონი დოლარი (102+5).
7. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 106 მილიონი დოლარი (104+2).
8. სტეფ კარი (კალათბურთი, „ფოლდენ სტეიტი“) – 100,4 მილიონი დოალრი (48,4+52).
9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 95,1 მილიონი დოლარი (0,1 +95).
10. კევინ დურანტი (კალათბურთი, „ბრუკლინი“/“ფინიქსი“) – 89,1 მილიონი დოლარი (44,1+45).