მაკფადენმა შერმადინს მოუგო, უერტასის რეკორდი…

0
64

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ მატჩში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის “მურსიას” უმასპინძლა და დრამატული მატჩი ოვერტაიმში 109:111 წააგო.
შერმადინმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და 8 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა.
ტენერიფელთა მხრიდან შეუჩერებელი იყო ბრაზილიელი ვეტერანი მარსელინიო უერტასი, რომელმაც 43 ქულა მოაგროვა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერც მან იხსნა. 39 წლისა და 11 თვის ასაკში უერტასი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, რომელმაც მატჩში 40 ქულაზე მეტის დაგროვება მოახერხა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მაკფადენმა მურსიელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა: 32 წუთში 21 ქულა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
ანდრონიკაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.