აპოელმა ისევ ვერ მოიგო – დვალის და ქვილითაიას სრული მატჩი

0
50

აპოელმა, რომლის ღირსებას სამი ქართველი ფეხბურთელი იცავს, კვიპროსის ჩემპიონატში ისევ ვერ მოიგო.
ამჯერად, ნიქოზიელებმა დერბიში თანაქალაქელ „ომონიას“ ვერ აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა და თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილს ისევ თადარიგში ყოფნა აკმარეს. დვალმა 22-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა აპოელმა ბოლო 6 თამაშიდან 5 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ აელს 3 ქულით ჩამორჩა – ქართველების გუნდს 64 ქულა აქვს, ხოლო ლიმასოელებს 67.

ლაშა თაბაგარი