ისრაელის ლეუმით ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) კიდევ ერთი გოლი გაიტანა გიორგი გაბედავამ.
„ჰაპოელ აკრემ“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი ზამთარში შეუერთდა სტუმრად „ირონი ტიბერიასი“ 4:0 დაამარცხა. გაბედავამ შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ბოლო წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.. მან მიმდინარე სეზონში ლეუმით ლიგაში თავი მესამედ გამოიჩინა. „ჰაპოელ აკრო“ 53 ქულით ზედა ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ 8 გუნდს შორის მეხუთეა და მომავალ სეზონსაც ლეუმით ლიგაში გაატარებს.
პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში „კრაკოვიამ“ შინ „ლეგნიცას“ ვერ მოუგო. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. „კრაკოვია“ 42 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




