წყალტუბოს „სამგურალმა“ გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო. მე-11 ტურში წყალტუბოელებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და წარმატებული სერია გაიხანგრძლივეს.
შეხვედრის მე-20 წუთზე „შუქურას“ მცველმა ლუკა ასათიანმა თავის ნახევარზე ცუდად დაუბრუნა ბურთი მეკარე გიორგი აბრამიშვილს, რომელსაც გიორგი ნიქაბაძემ დაასწრო და სტუმართა გოლკიპერმა მასპინძლების ფორვარდი საჯარიმოში წააქცია. მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ნოდარ ლომონაძემ გამოიყენა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ვაჟა ფაცაციამ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
47-ე წუთზე, ლომინაძე მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა გამჭოლი პასი გააკეთა – აბრამიშვილმა ბურთი არადამაჯერებლად მოიგერია, ხოლო ნიკა ხორხელმა მას მერე რაც გაგა გაზდელიანს დაასწრო ანგარიში გაზარდა – 2:1.
59-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ „შუქურას“ საჯარიმოში ვერ დაიმორჩილა ბურთი, რომელიც ბენინელ შარბელ გომეზს მიუვიდა, ეს უკანასკნელი კი ასათიანს თავისუფლად გაცდა და „სამგურალის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
88-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილი პასის შემდეგ მატჩში საბოლოო წერტილი მეკარესთან პირისპირ გასულმა ლადო ჩიხრაძემ დასვა.
„სამგურალმა“ 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი „შუქურა“ 6 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





