ისტორიაში პირველად – ორი ქართველი ლიგა 2-ის სიმბოლურში

0
28

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე და „ბორდოს“ თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი.
განვლილ ტურში მიქაუტაძემ დუბლი „სენტ-ეტიენთან“ (3:1) მატჩში შეასრულა, ხოლო დავითაშვილმა „გრენობლთან“ (3:0) შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ჩვენებური პირველად დაასახელეს.
მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში გატანილი 19 გოლით ლიგა 2-ის საუკეთეო ბომბარდირია, ხოლო დავითაშვილმა ჯერჯერობით მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

ლაშა თაბაგარი