„ჰოლშტაინ კილი“, რომელსაც სეზონის წინ გიორგი ქვილითაია შეუერთდა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში სტუმრად „ბრაუნშვაიგს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ურბიხმა გაიტანა.
ქვილითაიას ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის სტარტი გაუცდა და მხოლოდ მეორე თამაში ჩაატარა. „ჰოლშტაინ კილი“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





