პოზნანის „ლეხი“, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგიდან გავარდა.
1/4-ფინალის პირველი მატჩი პოლონელებმა შინ დლორენციის „ფიორენტინასთან“ 1:4 წააგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა იტალიაში 3:2 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მსვლელობისას პოლონელები სამი ბურთით დაწინანაურდნენ – მე-9 წუთზე ანგარიში ალფონსო სოუზამ გახსნა, 65-ე წუთზე პენალტი ველდემ გამოიყენა, ხოლო 69-ე წუთზე სობიეჩმა მასპინძლების კარი მესამედ აიღო.
ამის შემდეგ „ფიორენტინა“ გამოფხიზლდა და 78-ე წუთზე სოტილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე კი, თავი კასტროვილმა გამოიჩინა – 2:3.
პოზნანელთა სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი ლეგიონერი იყო – კვეკვესკირი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო წიტაიშვილს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აკმარეს.
„ფიორენტინა“ 1/2-ფინალში შვეიცარიის „ბაზელს“ შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში საფრანგეთის „ნიცას“ აჯობა – შინ 2:2 ითამაშა, ხოლო სტუმრად 2:1 მოიგო.
მეორე 1/2-ფინალში ერთმანეთს ინგლისის „ვესტ ჰემი“ და ნიდერლანდების „ალკმაარი“ დაუპირისპირდებიან.
1/4-ფინალში „ვესტ ჰემმა“ გასვლაზე ბელგიის „გენტთან“ მატჩი 1:1 დაასრულა, სახლში კი 4:1 აჯობა.
„ალკმაარმა“ პირველი თამაში ბელგიაში „ანდერლეხტთან“ 0:2 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრის ძირითად დროში 2:0 აჯობა. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და „ალკმაარმა“ პენალტებში 4:1 გაიმარჯვა.
კონფერენს ლიგის პირველი მატჩები 11 მაისს ჩატარდება, ხოლო საპაუხო – 18 მაისს.
ლაშა თაბაგარი





