„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის აზრით, რთულია მატჩის მოგება როდესაც ამდენ შეცდომას უშვებ. მან ამის შესახებ ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „სევილიასთან“ 0:3 წაგებისა და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ განაცხადა.
„ნათელია, რომ ასეთი შეცდომების დაშვების შემდეგ მატჩის მოგება რთულია. ჩვენ უკეთესად უნდა გვეთამაშა. კონცენტრირებულნი არ ვიყავით და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. გარდა ამისა, ორთაბრძოლებს ვაგებდით. მეტოქეს გაცილებით მეტი ჟინი და მონდომება ჰქონდა. ამის მაგალითად მეორე გოლის ეპიზოდი გამოდგება.
ასეთი თამაშით ტოპ-დონის მატჩებში გამარჯვება რთულია. ამას ვერ გაექცევი, ასე რომ შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და ხასიათი გამოვავლინოთ. საქმე ტრავმებშში არაა, საქმე მოთამაშეებშია. მათ უნდა ითამაშონ. ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობის მჯერა და ვენდობი. ჩვენ არაერთი კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ დღეს მზად არ ვიყავით. მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ“ – იუწყება ნიდერლანდელი მწვრთნელის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.




