„სევილიას“ მთავარი მწვრთნელის ხოსე ლუის მენდილიბარის თქმით, ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ (3:0) ასე იოლად დამარცხებას არ ელოდა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ გუნდია, რომელიც დიდ წარმატებასაა მიჩვეული. მანჩესტერში თავი საკმაოდ რთულ ვითარებას დავაღწიეთ, როდესაც არცთუ კარგი თამაში ვაჩვენეთ და ფრ მივაღწიეთ. ამიტომ, ხალხს სჯეროდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებდით.
ჩვენ ეს მართლაც შევძელით. გასაკვირია, რომ „მანჩესტერი“ ასე დამაჯერბლად დავამარცხეთ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ამის გაკეთება იოლი არაა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.




