მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა 29 აპრილს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანო ფიბამ კალათები წარმოადგინა.
პირველი კალათა: ფილიპინები, ესპანეთი, აშშ, ავსტრალია.
მეორე კალათა: საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა.
მესამე კალათა: საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ბრაზილია.
მეოთხე კალათა: კანადა, ვენესუელა, მონტენეგრო, პუერტო რიკო.
მეხუთე კალათა: ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი, ახალი ზელანდია.
მეექვსე კალათა: ჩინეთი, ლატვია, მექსიკა, საქართველო.
მეშვიდე კალათა: იორდანია, იაპონია, ანგოლა, კოდ დ’ივუარი.
მერვე კალათა: ლიბანი, ეგვიპტე, სამხრეთ სუდანი, კაპო ვერდე.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები მეორე, მეოთხე და მერვე კალათებიდან შეირჩევა.
მსოფლიო პირველობის მონაწილე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი ოფში გააგრძელებს.
ტურნირს ფილიპინები, ინდონეზია და იაპონია უმასპინძლებენ. მეოთხედფინალიდან მოყოლებული ყველა მატჩი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება.




