„სლოვანი“ თასის ფინალშია – კანკავას გადამწყვეტი გოლი

0
41

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ სლოვაკეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მან ამჯერად თავი სლოვაკეთის თასზე გამოიჩინა და თავისი გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა.
„სლოვანმა“, სადაც კანკავას გარდა კიდევ ორი ქართველი – ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და გარემარბი გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიან, თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში შინ „სკალიცას: 2:1 აჯობა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 3:3 დასრულდა.
კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ექსტრატაიმების მე-3 წუთზე ანგარიში თავური დაარტყმით გაათანაბრა – 3:3.
სასტარტოში მყოფი ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო იმავე წუთზე თამაშში კაშია ჩაერთო.
„სკალიცა“ 33-ე წუთზე ვიასკომ დააწინაურა, ხოლო გრინმა 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. იმავე გრინმა 75-ე წუთზე სტუმრები წინ გაიყვანა. 79-ე წუთზე ანგარიშში სხვაობ ჰაშამ შეამცირა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კი დუბლი შეასრულა და ვინაიდან „სკალიცამ“ 3:2 მოიგო, დამატებითი დრო დაინიშნა.
სლოვაკეთის თასის ფინალი 1 მაისს გაიმართება და „სლოვანი“ თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე ტრნავის „სპარტაკს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი