გიორგი შაშიაშვილმა საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” გადადგომის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბის ხელმძღვანელობას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა.
კლუბი განიხილავს მის ამ გადაწყვეტილებას. პარალელურად, მენეჯმენტი და დამფუძნებელი კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უცხოელ მწვრთნელებთან, რათა უმოკლეს დროში შეირჩეს მთავარი მწვრთნელი.
ამჟამად, გუნდი საწვრთნელ პროცესს ასისტენტი მწვრთნელების ხელმძღვანელობით განაგრძობს და “სამგურალთან” მატჩისთვის აქტიურად ემზადება”.
ლაშა თაბაგარი



