ინგლისის „ნიუკასლი“ „ნაპოლის“ შეტევის ლიდერების ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შეძენითაა დაინტერესებული.
The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებს სურთ როგორც ინგლისის პრემიერლიგის ძლიერი ფეხბურთელები დაიმატონ, ასევე უცხოეთიდან მაღალი დონის მოთამაშეები მიიწვიონ, რათა დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავდეთ.
კვარაცხელიას და ოსიმენის გარდა, „ნიუკასლს“ ფრანგი მარკუს ტურამის („მიონხენგლადბახი“), მუსსა დიაბის („ბაიერი“) და გაბრიელ ვეიგას („სელტა“) გადაბირება უნდათ.
საბოლოოდ სავარაუდ შენაძენების პრიორტეტული სია ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნიუკასლს“ უფრო ძლიერი ფეხბურთელების დამატებას გეგმავს, ვიდრე ერთი წლის წინ.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს უნდა, რომ კლუბის მესვეურებმა ყურადღება უფრო ხარისხზე გაამახვილონ, ვიდრე რაოდენობაზე.
საკვანძო პოზიციებს რაც შეეეხება, რომელთა შორტ-ლისტის შედგენა სეზონის ბოლომდე კლუბის მთავარ სკაუტ სტივ ნიქსონს აქვს დავალებული, ამ შემთხვევაში საუბარი მარჯვენა ცენტრალურ მცველზე, მარცხენა მცველზე, ორ ნახევარმცველსა და თავდამსხმელზეა საუბარი.
ლაშა თაბაგარი



