ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდის მიჩნია, რომ შესაძლოა ფეხბურთში ყველაფერი მოხდეს და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მოსახვედრად ბოლომდე დაიხარჯება.
მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდის „რეალთან“ დღეს გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ფეხბურთში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, რომელიც 1/2-ფინალში თამაშს იმსახურებს. გვესმის, რომ მეტოქე მაღალი დონისაა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ყოველთვისაა. ვნახოთ ხვალ რა მოხდება. მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით, რომ მომდევნო რაუნდში მოვხვდეთ. „ჩელსის“ მიერ ჩატარებული ყოველი მატჩი გამარჯვების შანსია“ – განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.
ამ გუნდებს შორის მადრიდში ჩატარებული პირველი თამაში „რეალმა“ 2:0 მოიგო.




