კარლო ანჩელოტი: „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაში მეფობს“

0
57

კარლო ანჩელოტის განცხადებით, მადრიდის „რეალს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მეფობს, კიდევ ერთი ტიტულის მოგება სურს. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესსახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დღეს ლონდონში „ჩელსისთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მწყობრში ვართ და როგორც ყოველთვის მოტივაცია არ გვაკლია. მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაში. ჩვენ იდეალური შეხვედრის ჩატარებაზე ვფიქრობთ. 90 წუთის განმავლობაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს და ამიტომ, საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ.
ამ კლუბში ნათლადაა გარკვეული თუ რა უნდა გააკეთო – უნდა მოიგო, ბოლომდე იბრძოლო და ძალა დახარჯო. თუ ნახევარფინალში ისსევ გავალთ ე.ი/ კარგად ვიშრომეთ.
ისტორია აჩვენებს, რომ „რეალი“ ამ ტურნირის მეფეა და ჩვენ ამ კლუბის მხოლოდ მცირე ნაწილი ვართ. ეს კლუბი 14 მოგებული ტოტულით ჩემპიონთა ლიგაში მეფობს და ვეცდებით კიდევ ერთი გამარჯვებით მის ისტორიაშსი ჩვენი წვლილი შევიტანოთ“ – იუყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ამ გუნდებს შორის მადრიდში ჩატარებული პირველი მატჩი “რეალმა” 2:0 მოიგო.