ვოლკოვმა გუგეშაშვილს მოუგო

0
44

აგდამის „ყარაბაღმა“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი წააგო.
მოქმედი ჩემპიონი „საბაჰს“ შეხვდა, სადაც დავით ვოლკოვი გამოდის და მინიმალური სხვაობით წააგო. საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი გოლი 72-ე წუთზე მიკელსის დარტყმის შემდეგ გაუშვა, რომელმაც 5 წუთში დუბლი შეასრულა. აგდამელებიდან ერთი ბურთი 86-ე წუთზე ალმეიდამ პენალტიდან გაქვითა.
ჩვენი ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ვოლკოვი მოედანზე ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შევიდა.
„ყარაბაღი“ 77 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო „საბაჰი“ 68 ქულით მეორეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში პოზნანის „ლეხი“ გასვლაზე „ლეგიას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველო ნაკრებიც ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 39-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გიორგი წიტაიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. „ლეხი“ 48 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი