გადრანის სადებიუტო გოლი ყაზახეთში

0
46

ლუკა გადრანმა ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. „აქტობემ“, რომელშიც ქართველი მცველი სადებიუტო სეზონ ატარებს შინ „ატირაუს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა.
გადრანმა შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში კიდევ სამი გოლი გაიტანეს და თავის კარში ბურთი არ გაუშვიათ. 26 წლის გადრანმა, რომელიც გასულე სეზონში „თარაზში“ გამოდიოდა, მიმდინარე სეზონში 6 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
„აქტობე“ 13 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
პორტუგალიის პრიმეირალიგის 28-ე ტურში „ჟილ ვისენტე“ გასვლაზე „ბრაგას“ შეხვდა და 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ დამარცხებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „ჟილ ვისენტე“ 31 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი